აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა – როგორც ბაიდენმა განაცხადა, სატელეფონო საუბრის დროს მას ნეთანიაჰუსთვის ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ბაიდენთან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ომს მანამ გააგრძელებს, სანამ მათი ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება.
ამასთან, როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე.
დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.
ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.