ბაიდენის თქმით, ისრაელი საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას. „სი-ენ-ენის“ ცნობით, ბაიდენმა ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ისაუბრა.
როგორც -ის პრეზიდენტი ამბობს, ახლა ისრაელს მსოფლიოს უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ ეს მხარდაჭერა იკარგება იმის ფონზე, როცა ისრაელი განურჩევლად ბომბავს ღაზის სექტორს.
ბაიდენის თქმითვე, ნეთანიაჰუმ პოლიტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა „ისრაელის ისტორიაში ყველაზე კონსერვატიული მთავრობა მას ამის საშუალებას არ აძლევს“ და არ სურს.
აშშ-ის პრეზიდენტთან გარკვეულ უთანხმოებაზე ბაიდენის გამოსვლამდე ისაუბრა ნეთანიაჰუმაც.
„დიახ, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა იქნება ჰამასის შემდეგ და იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ“, – ნათვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
კონკრეტულად, ნეთანიაჰუ წინააღმდეგია, „ჰამასის“ განადგურების შემდეგ, ღაზის სექტორში ძალაუფლება გადაიბაროს პალესტინის ავტონომიამ, რომელიც 1990-იან წლებში დადებული ოსლოს შეთანხმების შედეგად, აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს და 2007 წლამდე აკონტროლებდა ღაზის სექტროსაც.
„მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია – არ გავამეორებინებ ისრაელს ოსლოს შეცდომებს“, — თქვა ნეთანიაჰუმ.
ბაიდენის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ღაზის მართვის როლი სწორედ პალესტინის ავტონომიამ იტვირთოს.