ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებს მიიღებს

8 ივლისს ს საჰაერო ძალების მიერ ში მიტანილი იერიშების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ს ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიაროც დაიბომბა, -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშები “რუსეთის საშინელ სისასტიკეს შეგვახსენებს”.
რუსეთის თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 154 დაშავდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ბაიდენის თქმით, “გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ მსოფლიომ ამ მნიშვნელოვან მომენტში უკრაინის გვერდით დგომა გააგრძელოს და უყურადღებოდ არ დატოვოს რუსული აგრესია”.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებს მიიღებს, რათა უკრაინამ საკუთარი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა შეძლოს.
უკრაინის პრეზიდენტს ს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინას რუსული იერიშების მოსაგერიებლად, სულ მცირე, დამატებით შვიდი Patriot-ის სისტემის ბატარეა სჭირდება.