ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ ჰარისი პირველად გამოჩნდა, საკუთარ კანდიდატურაზე არ ისაუბრა

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის დატოვება გადაწყვიტა და მხარი საკუთარ ვიცეპრეზიდენტს დაუჭირა, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის სიტყვით თეთრ სახლში NCAA-ის კოლეჯის ათლეტებთან შეხვედრის დროს გამოვიდა.
საუბრის დროს ჰარისი ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენს აქებდა. თქვა, რომ “ბოლო სამ წელში მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოა”. გაიხსენა ისიც, თუ როგორ გაიცნო პირველად ბაიდენი.
ჰარისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი Covid-19-ისგან სწრაფი ტემპით იკურნება.
სიტყვით გამოსვლის დროს ვიცეპრეზიდენტ ჰარისს არაფერი უთქვამს საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე.
გასულ დღეს ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა. გასულ დღეებში მან აღნიშნა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ექიმებისგან შესაბამისი დიაგნოზი იარსებებდა. ამ სიტყვებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ -ს პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა.
ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვებას წინ უსწრებდა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან და ასევე სიტყვით გამოსვლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ ს პუტინი დაუძახა.
დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის უდიდესი შემომწირველი – ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ მათ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებოდათ.
საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ ბაიდენმა კანდიდატურაზე მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ავტომატურად გახდება. დემოკრატიულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება განცალკევებული პროცესით უნდა მიიღოს.