ბაიდენის ადმინისტრაციის თაღლითი წევრები ჯაშუშობდნენ, ეს რადიკალი მემარცხენე შეშლილები უნდა გასამართლდნენ – ტრამპი

-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილ წევრებს სენატორებისა და კონგრესმენების თვალთვალში ადანაშაულებს.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, საქმის ფიგურანტებმა 2020 წლის საპრეზიდენტო გააყალბეს.
„დოკუმენტები აჩვენებს, რომ ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ, შეშლილმა სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა, ყოფილმა პროკურორმა მერიკ გარლენდი, მისმა მოადგილე ლიზა მონაკომ და ბაიდენის წარუმატებელი ადმინისტრაციის თაღლითმა წევრებმა ხელი მოაწერეს ოპერაციას „არქტიკული ყინვა“. ისინი ჯაშუშობდნენ სენატორებსა და კონგრესმენებზე, მათ საუბრებს იწერდნენ კიდეც. მათ ითაღლითეს და გააყალბეს 2020 წლის საპრეზიდენტო . ეს რადიკალი მემარცხენე შეშლილები უნდა გასამართლდნენ მათი არალეგალური და უკიდურესად არაეთიკური ქცევის გამო“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, -ის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩაკ გრესლიმ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელსაც ხელი ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები აწერენ. დოკუმენტების საფუძველზე ხდება აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოპერაციის, „არქტიკული ყინვის“ ავტორიზაცია.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ხელი მიუწვდებოდა 9 რესპუბლიკელი კონგრესმენის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებთან, რომლებიც 2021 წელის 4 იანვრიდან 7 იანვრამდე განხორციელდა. აღნიშნული ჩანაწერები ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმისა და ს მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში მოიპოვეს.