ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებაზე, დედამიწაზე კი არა კოსმოსშიც გაუშვებდა “ჩაკრულოსთან “

„ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა“- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. „ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში გაუშვებდა იმიტომ, რომ პრაქტიკულად საქართველოზე იყო მთელი ადმინისტრაცია გადმორთული ამ თვალსაზრისით.
ამიტომ, მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს ის პროცესი და შედეგი, რომელიც არის დაკავშირებული უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილთან, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში დღეს, აქვე, რომ პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა.“-განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას