ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის $250 მილიონის სამხედრო დახმარება გამოყო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება 27 დეკემბერს გამოაცხადა. აღნიშნული დახმარების პაკეტის მიზანი უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარების გაწევაა მანამ, სანამ კონგრესი უკრაინის დახმარებისთვის საჭირო დაფინანსების კანონპროექტს დაამტკიცებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ს ცნობით, ამ დახმარების პაკეტით $250 მილიონის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს. მისი თქმით, “დღევანდელი პაკეტით უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო შესაძლებლობები საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტებსა და აღჭურვილობას, ასევე საარტილერიო სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას, 155-მმ და 105-მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ჯავშანსაწინააღმდეგო აღჭურვილობას და 15 მილიონ ტყვიას მოიცავს”.
ბაიდენის ადმინისტრაციამ წინა კვირას გაავრცელა განცხადება, რომ 2023 წელში უკრაინის დასახმარებლად კიდევ ერთი პაკეტის გაგზავნა შეეძლოთ, თუმცა ეს იქნებოდა ბოლო პაკეტი, რომლის გაგზავნაც კონგრესმენების თანხმობის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა -ს კონგრესს სა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა, თუმცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო, რის გამოც კონგრესში მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხში რჩება. სავარაუდოდ, აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების საკითხს კონგრესი 2024 წლის დასაწყისში განიხილავს.