ბაიბა ბრაჟე – მოლდოვას არჩევანი ნათელია – ევროპულ გზაზე დარჩენა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო ს წინასწარ შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე დარჩენა აირჩია.
„ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ, მოლდოვას არჩევანი ნათელია – ევროპულ გზაზე დარჩენა. გილოცავთ!“- წერს ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.