ბაიბა ბრაჟე – მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო – აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა

მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ლატვიაში ამ ფიზიკური პირების [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, – წერს ბაიბა ბრაჟე.