ბაიბა ბრაჟე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – სპეკულაციის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ – მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

სპეკულაციის შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, – ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს ცნობით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა.
„აშშ-ის გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როდესაც ინფორმაცია გვექნება, მოკავშირეებთან ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ანდრეი სიბიგამ დაადასტურა, რომ ს მშვიდობა სურს.
„უკრაინა თავდასხმებისგან თავს იცავს და ამიტომ, დახმარება სჭირდება. მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ“, – აღნიშნავს ბაიბა ბრაჟე.