ბაია პატარა ბათუმში მომხდარ დანაშაულზე: არ მეს­მის, რა­ტომ არ უნდა და­იც­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლი, რა­ტომ უნდა აცე­მი­ნო ვი­ღაც მა­მა­ძაღლს

“ბა­თუ­მე­ლე­ბის” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ რო­გორ სცე­მა ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა 12 წლის მო­ზარდს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და მომ­ხდარ­ში მშობ­ლებ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ შვი­ლებს ვერ იცა­ვენ.

– მშობ­ლებს, რო­მელ­თა შვი­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და ეს ნა­ძი­რა­ლა – პირ­ში წყა­ლი აქვთ ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი. მე არ მეს­მის, რა­ტომ არ უნდა და­იც­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლი, რა­ტომ უნდა აცე­მი­ნო ვი­ღაც მა­მა­ძაღლს.

ვინ და­ი­ცავს ბავ­შვს, სა­კუ­თა­რი მშო­ბე­ლი თუ არ და­ი­ცავს?! ვის და რას აფა­რებთ ხელს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ხარ­ჯზე?! ცუდი მშობ­ლე­ბი ხართ! ცუდი მშობ­ლე­ბი ხართ ისი­ნი, ვინც ვი­ღაც „ნა­ბიჭ­ვარს“ იცავთ და სა­კუ­თარ შვი­ლებს – არა! მორღვე­უ­ლი გაქვთ მო­რა­ლიც და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც! ავა­დაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დეს იცავს და ბავ­შვს – არა!

მომ­ხდა­რი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. ფაქ­ტზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა მას­წავ­ლე­ბელ მე­რაბ დო­ლი­ძეს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, ის არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ძა­ლა­დობს 12 წლის ბიჭ­ზე ქო­რე­ოგ­რა­ფი. მის შე­კა­ვე­ბას კი დარ­ბაზ­ში შე­სუ­ლი ქალი ცდი­ლობს, რო­მე­ლიც „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მე­უღ­ლეა.

ასევე დაგაინტერესებთ