ბაია პატარაიას სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული უფლებადამცველის, ბაია პატარაიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბაია პატარაიას წინააღმდეგ სარჩელი დეპუტატებმა, მ, თეა წულუკიანმა და მარიამ ლაშხმა შეიტანეს.
სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად ბაია პატარაია.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს – ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ს, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.
პოლიტიკოსებს – თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს;
აქტივისტებს – ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით