ბაია მარგიშვილი სასამართლოს ეზოში დაიჭირეს

სამოქალაქო აქტივისტი ბაია მარგიშვილი, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს ეზოში დააკავეს.
ახალგაზრდა ქალს შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
მე არ ვცნობ მას მოსამართლედ და ამიტომ დამატოვებინეს დარბაზი. ვაჩვენე როგორ გადაგვახია კობახიძემ კონსტიტუცია და ცხვირწინ დავხიე ჩემი საქმის მასალები ამის საჩვენებლად. მხნედ ვარ და გამოსვლის მერე გადავკეტავ კიდევ. 200 ლარით დამაჯარიმა მოსამართლემ, რომელსაც მე რა თქმა უნდა არ გადავიხდი. ძალიან გაბრაზდა და ამის გამო გამომაძევა. ძალიან კარგი რომ გამწარდა, არ შეიძლება რასაც სჩადიან, რეაგირების გარეშე შევხდეთ. ამას სჭირდება ბრძოლა და წინააღმდეგობა. გავიმარჯვებთ აუცილებლად”, – ამბობს ბაია მარგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“