ბათუმში Z და V სიმბოლოებით ათეულობით ადამიანმა ფეხით გაიარა სანაპიროზე – რუსი ბლოგერი

რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს ფოტოებსა და ინფორმაციას, რომ ბათუმში კარატის რუსული კლუბი “ტორნადო” Z და V ომის სიმბოლოებით შენიშნეს.
მისი თქმით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნახეს მოზარდების დიდი ჯგუფი ზრდასრულებთან ერთად აღნიშნული სიმბოლოებიანი მაისურებით – “რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხით გაიარა ს სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ”.
“საქართველოში ში ს სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობის შესახებ კომენტარებზე მოზარდების თანმხლებმა უფროსებმა აგრესიული პასუხები გასცეს და ამბობდნენ, როგორც გვინდა ისე დავდივართ, ეს თქვენი საქმე არ არის. პოლიციის გამოძახების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიწყეს გამვლელების მუქარა, ისინი სასწრაფოდ წავიდნენ სასტუმროში”, – წერს ლევშიცი.