ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედია საქართველოში არ განმეორდება. შეკრებილები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ გმირთა მემორიალთან არ მივიდნენ.
„ვისთან მოაქვთ ყვავილები… იგივეს აკეთებს ხელისუფლება, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს იგივეს უმეორებენ, რაც 9 აპრილს მოხდა. ძალიან დიდი ფარისევლობაა აქ მოხვიდე და სანთელი დაანთო ბინძური ხელებით. ხელისუფლების ადგილი, აქ არ არის. 9 აპრილი ს არმიასთან ბრძოლის დღეა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აქ „ქართულ ოცნებას“ არაფერი ესაქმება“, – ამბობენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს