ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა

ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. 6 წლის ბავშვის დედამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.
„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ქალმა.
ბავშვის დედას ვკითხეთ, ბათუმის მერიიდან, ან ბათუმის ავტოტრანსპორტიდან თუ შეეხმიანა ვინმე. ქალმა თქვა, რომ არავინ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს. ლევან ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა