ბათუმში 4-5 ივლისს შუა დერეფნის გავლით ნავთობპროდუქტების ექსპორტის საკითხს განიხილავენ

ბათუმში 4-5 ივლისს ღონისძიებაზე Executive Retreat, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნისა და საქართველოს პორტების გავლით ნავთობპროდუქტების ექსპორტის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Confidence Information Services-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კომპანიის ცნობით, ღონისძიება შავი ზღვისპირეთში ზედიზედ მესამე წელია რაც იმართება და მასში დარგის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც ახალი კომერციული და პირადი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იღებენ.
შეხვედრის მიზანია ბაზრის მონაწილეებს ტვირთბრუნვის სპეციფიკისა და ტრენდის ცვლილებების გაცნობა, ასევე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამიერკავკასიის სატრანსპორტო დერეფნისა და საქართველოს პორტების მუშაობის თავისებურებების გაცნობაა. შეხვედრა არაფორმალურ, ღია ფორმატში გაიმართება.
ღონისძიების მეორე დღეს – 5 ივლისს მონაწილეების ყულევის ტერმინალს მოინახულებენ.