ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა TV25-მა გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.