ბათუმში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

Ajara times-ის ინფორმაციით, ბათუმში, 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გამოცემა წერს, თვითმხილველების თქმით, ის უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს.
ახალგაზრდა ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
“მთავარი არხის” ვებგვერდი დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.