ბათუმში, 2028 წელს luxury city-ტიპის სასტუმროს Grand Life WorldHotels Luxury-ის გახსნა იგეგმება.
15 მაისს, ბათუმში ისრაელურ-ქართულმა დეველოპერულმა კომპანია European Village LOI-მ მსოფლიოში უმსხვილეს მმართველ კომპანია Aimbridge Hospitality-სთან თანამშრომლობით, Aimbridge-თან შეთანხმებით ახალი ფლაგმანური სასტუმროს Grand Life WorldHotels Luxury-ს საოპერაციო მართვაში შესვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ბათუმში გაფორმებული ხელშეკრულება, მიმდინარე წლის 29 აპრილს დუბაიში Best Western Hotels & Resorts-ისა და დეველოპერულ კომპანია European Village-ის შორის გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებას წარმოადგენს. მხარეთა თანამშრომლობის მიხედვით, სასტუმრო Grand Life WorldHotels Luxury, Best Western-ის სტრუქტურაში შემავალ მაღალი კლასის სეგმენტის WorldHotels Luxury-ის ნაწილი ოფიციალურად გახდება.
დეველოპერულ კომპანია European Village-ში აღნიშნავენ, რომ ეს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან Grand Life WorldHotels Luxury აღმოსავლეთ ევროპაში WorldHotels Luxury-ის პირველი, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ობიექტი იქნება. გლობალურად ბრენდის პორტფელში ამ ტიპის სულ 8 სასტუმრო ოპერირებს.
სასტუმროს პროექტი, ბათუმის ახალი ცენტრის, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ხაზში, 5-ვარსკვლავიანი luxury city-სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. ის ორი ბლოკისგან შედგება, რომელიც 86 ოთახს და 69 სასტუმრო რეზიდენციას აერთიანებს. სტუმრებისა და რეზიდენციების მფლობელებს კი 100-ზე მეტი ობიექტი იქნება ხელმისაწვდომი – რესტორნები, ბარები, SPA, ფიტნეს-ზონები, საკონფერენციო დარბაზები და დახურულ პარკინგი.
“WorldHotels – ეს უნიკალურობისა და ინდივიდუალურობაზეა. ახალი სასტუმროს კონცეფცია ბათუმში ჩვენს ღირებულებებს ასახავს: აქ, საერთაშორისო ფუფუნების პირობებში მოსული სტუმარი იღებს ნამდვილ, ავთენტიკურ გამოცდილებას”, – აღნიშნა WorldHotels-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა ვაიცე ვან დერ ბერგმა.
