ბათუმში ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო და დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციაზე დაკავებული პირები.
ასევე, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ თემურ ქათამაძეს, რომელიც 46 დღეა შიმშილობს, მათ მიაჩნიათ, რომ თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობაშია.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გამოცემა “ბათუმელებისა და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელსაც.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს. მათი განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.