ბათუმში ხანძრისას დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
“ყვირილი იყო, ხანძარიაო და მეც გამოვედი, სახლში ვიყავი. როდესაც მოვედი აქ ხალხი იყო და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ სხვადასხვა გზით…ქალბატონმა გამოიყვანა თვითონ შვილები, გარეგნულად დამწვრობა აღენიშნებოდა”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ შვისევსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლში გაჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა დედა-შვილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებდნენ, რომ ისინი სხეულზე მიყენებული დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“