ბათუმში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა – შტორმმა სანაპიროზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

შტორმი ს სანაპიროზე – სრულად არის დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა. შავი ზღვისპირა ქალაქში გვიან ღამემდე ძლიერი ქარი და წვიმა იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძიმე ვითარება იყო ბულვარის ტერიტორიაზეც. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბათუმში სანაპიროზე შტორმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება. სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი იყო მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს