ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო, ცოლი ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ