ბათუმში ცენტრალურ პარკში მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

„ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი!“ – ამ მოთხოვნით ბათუმში ცენტრალურ პარკში მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” კანონპროექტი, საქართველოს აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.
„ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია! დღეს თუ ვხედავთ ძლიერ და რეალიზებულ ქალებს, ეს სწორედ იმ სერვისების და იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებიც ფინანსდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მიერ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ქალი როგორც უფლებრივად, ასევე სოციალურად. ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. “კი ევროპას! არა რუსულ კანონს“,- განაცხადა აქციის მონაწილე თეონა დიასამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მოტივი ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო – ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე უარი თქვას