ბათუმში ცენტრალური მაგისტრალის, ჩაქვის მილის დაზიანების შედეგად, თამარ მეფის ქუჩა დაიტბორა

ბათუმში, თამარ მეფის ქუჩა რამდენიმე საათია დატბორილია, შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება – ბათუმელების ცნობით, ს წყალში (ბათუმის მერიის შპს) მათ უთხრეს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა 15 000 აბონენტს საღამომდე აღუდგეს წყალმომარაგება.

ბათუმის წყლის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, დაზიანების შესახებ მათთვის 25 თებერვლის 03:00 საათზე გახდა ცნობილი, რის შემდგომაც, ტექნიკური ჯგუფი 20 წუთში გამოცხადდა ადგილზე. მისივე თქმით, დაზიანება სავარაუდოდ ყინვას უკავშირდება.

“დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი, ჩაქვის მილი 1200 მილიმეტრიანი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყება აღდგენა დაახლოებით, 2 საათში. […] ეს უკავშირდება სავარაუდოდ ყინვას, რის გამოც მოხდა დაზიანება მილის. […] მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მალე, დროულად აღვადგინოთ წყალი” – თქვა ბათუმის წყლის ტექნიკურმა დირექტორმა ბათუმელებთან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ