ბათუმში ჩხუბის საქმეზე 14, 16 და 17 წლის მოზარდები დააკავეს

2008 წელს დაბადებულ ორ მოზარდს, 2009 წელსა და 2011 წელს დაბადებულ მოზარდებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 28 აგვისტოს დილით მომხადარი ჩხუბის საქმეზე მწირ ინფორმაციას ავრცელებს:
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ჯგუფურად, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.
ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები თავდაპირველად ტელეგრამზე გავრცელდა. მასში ჩანდა, როგორ ურტყამდნენ ფეხს მოზარდები ახალგაზრდებს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.
რა ჩანს კადრებში
მომხდარის ამსახველი ვიდეოს კადრები იწყება სცენით: ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, „შუა პარკთან“ ოთხი ახალგაზრდა შემოხვეულია ძირს დაგდებულ ბიჭს. ოთხიდან ორი მას ხელებსა და წიხლებს ურტყამს, ორი კი მათ შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„ეყოფა, ამის დედაც მოვ**ან“, – ამბობს ერთი.
„მოიცა ერთი წუთი“, – ამბობს მეორე.
შემდეგ კადრი გადადის, – ჩანს კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა.
როდესაც კადრი მსხვერპლზე ბრუნდება, ის უკვე სკვერის სკამთან ზის მიწაზე, ერთ-ერთ ახალგაზრდას ჰყავს ძალით გაკავებული და აგრძელებს ხელების რტყმას.
მეორე, – რომელიც მანამდე ამბობდა, „მოიცა ერთი წუთით“, – ამჯერად წიხლს ურტყამს წაქცეულს.
პირველი აგრძელებს მის ფეხებით გაკავებას, კისერზე ფეხებს უჭერს, შემდეგ ხელებს ახვევს თავზე და მის დახრჩობას ცდილობს.
„მიშველეთ!“ – ყვირის მსხვერპლი.
ამასობაში სხვა რამდენიმე ახალგაზრდა აქცევს კიდევ ერთ ბიჭს, აგდებენ მიწაზე და ურტყამენ.
ინციდენტის მონაწილე, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა რუსულ ენაზე ლაპარაკობს, დანარჩენები – ქართულად.
გამოძიების ვერსია ჯერჯერობით უცნობია – -ს განცხადება არ გაუვრცელებია.
პირველადი ცნობებით, ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა ძარცვასაც.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, შესაძლო თვითმხილველებთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით