ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი ახადა. დაზიანდა ავტობუსის გაჩერებაც.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა და სახურავები ახადა საცხოვრებელ კორპუსებსაც, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, ინფრასტრუქტურა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
