ბათუმში შესული რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ნორვეგიულ კომპანიას ეკუთნის – საზღვაო სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ASSIA ს ნავსადგურში ნამდვილად იმყოფებოდა და ის ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის.
უწყებას ამბის გარკვევის მიზნით რადიო თავისუფლებამ მას შემდეგ მიმართა რაც 7 მარტს წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, იმის შესახებ რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ხომალდი ASSIA ბათუმის ნავმისადგომებთან გამოჩნდა.
გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებ-საიტზე VesselFinder-ზე ჩანდა, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშით ტანკერი ASSIA 7 მარტს 10:58 წუთზე შევიდა. იგივე გემი ს პორტში მიმდინარე წლის 30 და 31 იანვარს იმყოფებოდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის „Assia (IMO 9624304)” რეგისტრირებული მფლოებლია ნორვეგიული კომპანია – PB Norge AS (Company IMO: 5516016). გემი, გემის რეგისტრირებული მფლობელი კომპანია და ასევე, კომერციული ოპერატორი კომპანია არ იძებნება სანქცირებულ პირების ან კომპანიების ჩამონათვალში.
„ევროკავშირის 833/2014 დირექტივის თანახმად, რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არ ვრცელდება სანქციები გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სანქციები არ ვრცელდება ნავთობ-პროდუქტებით დატვირთულ გემზე, თუ ტვირთი ფასების რეგულირების მექანიზმის გათვალისწინებითაა შესყიდული, რაც კონტროლდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ“ – უთხრეს რადიო თავისუფლებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესამსახურში.
გემი ASSIA (IMO 9624304, MMSI 273356360) 2012 წელსაა აგებული და ქიმიკატებსა და ნავთობპროდუქტებს გადაზიდავს,

ასევე დაგაინტერესებთ