ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით, “მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაჭრეს – ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
TV25-ის თქმით, მათ კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ