ბათუმში ქირის შემოსავლიანობა ანკარასა და ერევანზე მაღალია

ქირის შემოსავლიანობა მაღალია ბათუმში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, შესადარ ქალაქებს შორის ბათუმში ქირის შემოსავლიანობა თბილისზე, ბაქოზე, ანკარაზე, მოსკოვზე, ბუქარესტზე, კიშინოვსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება მხოლოდ ტაშკენტსა და ასტანას.
Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენებს, რომ 2024 წლის მარტიდან ქირის ფასმა ზრდა დაიწყო და ივნისის მონაცემებით, ძველ ბათუმში მ2 11.6 დოლარი ღირს, ახალ ბულვარში – $12.3, პერიფერიებში კი $10.1.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ ბათუმში 9.4%-ს მიაღწია, თბილისში კი 9.3%.