ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეითს მანქანა დაეჯახა, მამაკაცი კლინიკაში დაიღუპა. ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.