ბათუმში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა | დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და ელექტროგადამცემი ბოძებიც

სტიქია ბათუმში – ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, ინფრასტრუქტურა.
როგორც ბათუმის მერია ამბობს, ქალაქში სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს და მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.