ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ – დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც ჰქვია, – ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იგი, ასევე, ეგზიტპოლის შედეგებსაც გამოეხმაურა და ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ნდობა გამომიცხადეს.
ჩვენი ქალაქის მშვიდობიანი შენარჩუნება არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა [ოპოზიციამ] რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც ჰქვია“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია