„ბათუმში უძრავი ქონების 60-70% ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყიდება“ – G&T-ის მკვლევარი

საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად კვლავინდებურად საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელების მიერ საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესი.
გალტ&თაგარტის კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში მხოლოდ დედაქალაქში 3 179 ბინა გაიყიდა, რომლის 23% უცხოელებმა იყიდეს. მათაგან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი – 11% ს მოქალაქეებზე მოდის, წინა წლის მსგავსად ბინების 2% ს, 10% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს.
საინვესტიციო ბანკის ასოცირებული მკვლევარი, ზუკა თავყელიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თბილისისგან განსხვავებით, უცხოელების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ არსებობს.
„ბათუმი და თბილისი საცხოვრებელი უძრავი ქონებისთვის ცხელი წერტილია, თუმცა არის შინაარსობრივი განსხვავებები ამ ორ ქალაქს შორის. პირველი, თუ თბილისში ძირითადად ბინები იყიდება საცხოვრებელი მიზნობრიობით, ბათუმში უფრო საინვესტიციო მიზნობრიობით იყიდება და ეს აისახება თბილისში ბინის საშუალო ზომაში, სადაც გვაქვს საშუალოდ 70 კვადრატული მეტრის ბინები, მაშინ როცა ბათუმში დაახლოებით 40 კვადრატული მეტრია საშუალო ფართი. ეს ითარგმნება ასევე ღირებულებაში, თუ თბილისში დაახლოებით 90 000 დოლარი ღირს ბინა, ბათუმში 60 000 დოლარი ღირს საშუალოდ.
საინვესტიციო ხასიათი იწვევს იმას, რომ ბათუმში ბევრად უხვად გვყავს წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები უძრავი ქონების გაყიდვებში. ჩვენი შეფასებით, 60-70% ყოველწლიურად იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მაშინ როცა თბილისში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის მოთხოვნას და 85-90% გაყიდვებისა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ბაზარი დამოკიდებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე, მაშინ როდესაც ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მნიშვნელოვან მოთხოვნას ქმნიან.
ბათუმში ბოლო წლებში საკმაოდ დივერსიფიცირებულად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობდნენ ბინებს. ყველაზე დიდი წილი ეჭირა რუსეთის მოქალაქეებს, მას მოჰყვებოდა ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, და დასავლური ქვეყნებიც. აქ საკმაოდ დიდი რაოდენობა ქვეყნებისა ასევე არაბეთის ყურიდან გააქტიურდა ბოლო წლებში და საკმაოდ მიმზიდველი გახდა ეს ბაზარი მათთვის. პირველი მიზეზი არის, რომ უძრავი ქონება იაფია და საშუალო ღირებულება ბინის არის დაბალი, ხოლო მეორე მხრივ ამონაგები არის მაღალი, თუ შევედრებით სხვა ზღვისპირა ქალაქებს, რომლებიც საინვესტიციოდ განიხილება, ბათუმის ბაზარზე ამონაგები 8%-ზე მაღალია, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.
რაც შეეხება თბილისს, აქ ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს მოთხოვნის მთავარ სტიმულატორს, რასაც ბოლო ტენდენციას თუ გადავხედავთ, მოჰყვება ისრაელის ბაზარი. 2025 წლის 5 თვის გამოკვლევით, დაახლოებით 11%-იანი წილი მოდიოდა ისრაელის მოქალაქეებზე“,-აცხადებს თავყელიშვილი.