ბათუმში უნებართვო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებას ოფიციალურად 74 ობიექტი ითხოვს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ამნისტიის ფარგლებში 74 განაცხადი დარეგისტრირდა.
“ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება მათგან მხოლოდ 5 ობიექტზე გამოსცა; 13 განაცხადი ამ დრომდე განხილვის პროცესშია; 9-ზე გამოიცა უარის ბრძანება; 47 ობიექტის საქმე კი არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო განუხილველი დარჩა.
მიმდინარე წელს კი ექსპლუატაციის განყოფილებაში შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 47 განაცხადი შემოვიდა, მათ შორის: 10 ობიექტზე გამოიცა ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება; 3 განხილვის პროცესშია; 27 ობიექტზე გამოიცა უარის ბრძანება; 7 ობიექტის საქმე განუხილველი დარჩა.
ს მუნიციპალურ ინსპექციაში, სამსახურის შექმნიდან დღემდე, ექსპლუატაციის მიღების მოთხოვნით, სულ 415 განაცხადია რეგისტრირებული, მათ შორის კანონით განსაზღვრული ნორმები 99-მა ობიექტმა დააკმაყოფილა.”- ვკითხულობთ ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.