ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ს მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”, – აცხადებენ უწყებაში.
ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. როგორც ს მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე, ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში