ბათუმში სტუდენტებმა შეძახილებით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მსვლელობა გამართეს

“თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, – ამ შეძახილებით სტუდენტებმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან აქცია გამართეს, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
შეკრებილები მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ისმოდა შეძახილები “საქართველო ადექი”.
აქციის მონაწილეები, სიმბოლურად გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან მივიდნენ, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
“გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები, გამოდით გარეთ, ქვეყანა უფსკრულში მიჰყავთ. მივმართავთ ხელისუფლებას, გეშინოდეთ ხალხის ძალის, მოუსმინეთ ხალხის ხმას, ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი ითხოვს სამართალს”,- სკანდირებენ სტუდენტები
საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოქალაქეები მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული