ბათუმში, სტუდენტებმა ქალაქში მსვლელობა დაასრულეს და ევროპის მოედანზე აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით, სტუდენტებმა ბათუმში ქუჩებში მსვლელობა დაასრულეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
პროტესტის აქციის მონაწილეები, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
“საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ გამოვიდეთ და პოზიცია დავაფიქსიროთ არჩევნებზეც. შემოგვიერთდით ხალხო, რუსულ კანონს გვთავაზობენ, რაც საქართველოს უკან აბრუნებს”, – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული