ბათუმში, სტუდენტებმა მემორიალთან გმირებს პატივი მიაგეს

ჩვენ მოვედით გმრითა ხეივანში, რათა პატივი მივაგოთ ერთიანობისთვის დაღუპულ გმირეს,- ეს განცხადება ბათუმში სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადეს.
მათ მანამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლები დაანთეს, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.
“აქ არის სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები, შეგიძლიათ მოხვიდეთ და პატივი მიაგოთ. ასევე, დაურიგოთ თანამოქალაქეებს. ეს მემორიალი სიმბოლურია, რადგან ამ ადამიანებმა ერთიანობისთვის თავი შესწირეს. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით”,- აღნიშნეს სტუდენტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება