ბათუმში, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თანამოაზრეებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება.
ს უნივერსიტეტთან შეკრებილები ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ, რომ „მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არ დაარბიონ“.
სტუდენტები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს მხოლოდ რუსეთთან აახლოებს, რაც ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ევროპას აშორებს.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყველასათვის არის ცნობილი. აქ ვიმყოფებით ახალგაზრდები და ყველა ის ადამიანი, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს. არ გვინდა , სადაც “ქართული ოცნება” მიგვათრევს”, – აცხადებენ შეკრებილები.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება