ბათუმში სოციალური კაფე „სოციუმი“ გელოდებათ

ბათუმში, რამდენიმე თვეა რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. კაფე სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” ფარგლებში.
„სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი.
„სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკომეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები.
ასევე, ადგილზე მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნონ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები.
„სოციუმში“ ვიზიტით და მის გუნდთან თანამშრომლობით, თქვენ შეიტანთ საკუთარ წვლილს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში. გაიგეთ უფრო მეტი „სოციუმის“ შესახებ: https://www.facebook.com/cafeSocium/

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა