ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ აქცია იმართება – პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრების გავრცელებას ითხოვენ

„კადრები“ – ამ შეძახილებით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას, სასტუმროს ადმინისტრაციიდან ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, სასტუმრო ვიდეოჩანაწერს სპეციალურად არ ასაჯაროებს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობის ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი