ბათუმში საპროტესტო მსვლელობა შეძახილებით – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, პროტესტის ნიშნად ქუჩებში მსვლელობას შეძახილებით – “არა რუსულ კანონს” მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ყველა დაწესებულებასთან მივლენ, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ.
“მშვიდობიანი ევროპული მარში გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროპა და სხვა არაფერი. დაუყოვნებლივ, როგორც შემოიტანეს, ისე გაიწვიონ უკან კანონპროექტი და დაასრულონ ხალხის მღელვარება. რუსული მთავრობაა, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთით მიათრევს. არ დავნებდებით, თქვენც ხედავთ, ათასობით ახალგაზრდა იზიარებს ჩვენს პროტესტს”,- ამბობენ ბათუმში აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს