ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო – აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს, აქციის დროს დაკავებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს. შეკრებილები დაკვებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციას, თბილისში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები, სოლოდარობის ნიშნად გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ოფისთანაც იმყოფებოდნენ. მათ მზია ამაღლობელის კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ასევე, აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობილი რეჟიმის ტყვეა.
“აქციებმა შედეგი მოიტანა, ს რეჟიმი ერთმანეთის დაჭმაზე არის გადასული, ნათელი მაგალითია თორნიკე რიჟვაძე. ასევე, დასანქცირდნენ…
ვინც არჩევნებში შესვლა გადაწყვიტა, გამარჯვებულს თავს ნაკლებად ნახავს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. თითქმის 250 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ვიკრიბებით, ქართველი არ გატყდა და უწყვეტად აგრძელებს პროტესტს. რუსული რეჟიმი დაემხობა, ქართველი ხალხის გარუსებას ვერ მოახერხებენ. ამ ქვეყანაში რუსებს აუცილებლად დავამარცხებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეეებს” , “არა არალეგიტიმურ მთავრობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ