ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ 29 დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ითხოვენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამასთან ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
“ჩვენი ქვეყნის პარტნიორები აცნობიერებენ, საქართველოში რაც ხდება. მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა ღირსებით უნდა წასულიყო ევროპისკენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე ასევე, არაფორმალურ მმართველზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი და გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებულები”,- აღნიშნა ერთ – ერთმა მოქალაქემ აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია