ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს – რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზღვაო აკადემიასთან გადაინაცვლეს. სტუდენტებს რუსთაველის ქუჩის ორივე ზოლი პარალიზებული აქვთ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტს სხვა უმაღლეს სასწავლებლებიც შეუერთდნენ.
საზღვაო აკადემიის სასწავლებელთან ისმის შეძახილები – „გაიფიცე“.
„ბათუმის საზღვაო აკადემია „ქართული ოცნების” წნეხის ქვეშაა. ჩვენ უნდა გავხსნათ აკადემიის კარი, გავათავისუფლოთ თავისუფალი ადამიანები”, – აღნიშნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.