ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საჯარო უწყებების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შენობასთან მივიდნენ და საჯარო უწყების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
„ამ შენობაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული. მოგახსენებთ, რომ გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი, მერაბ მიქელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის მეთოდებით იმართება ქვეყანა. მოვუწოდებთ ღირსეულ საჯარო მოხელეებს, რომ ჩვენ აქ ვართ და დავიცავთ, გაიფიცეთ. ველოდებით ყველა ღირსეულ საჯარო მოხელეს”,- განაცხადეს შეკრებილებმა.
შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე