ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეები სოლიდარობის ნიშნად გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთან მივიდნენ.
მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს დაკავებული მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მოგვიანებით, შეკრებილებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მარშის მოწყობაც.
„არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა. ცეცხლი ოლიგარქიას! რუსული დიქტატურის წინააღმდეგ ვიბრძვით, ერთიან საქართველოს გაუმარჯოს. აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
