ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისმის შეძახილები „არა რუსულ რეჟიმს“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში საპარლამენტო ხელახლა ჩატარდეს.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ, რომელსაც ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებებით არბევს.
აქცია – მსვლელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა